ŷȺ

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

მაღალი საიმედოობის განვითარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში სამოქმედო კვლევის მეშვეობით

მაღალი საიმედოობის განვითარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში სამოქმედო კვლევის მეშვეობით

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა
პროექტის ტიპი: კვლ᳥ვითი
პროექტის განხორციელების თარიღი: 2022-2023
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ფულბრაითის სტიპენდია (პიტერ ფ. მარტელი), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა
პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ქართველ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს მხარი დაუჭიროს ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის გაფართოებაში კლინიკური ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის. სწავლების და კვლევის მცდელობა გულისხმობს აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის მაღალი საიმედოობის ორგანიზებისკენ განვლილი გზის მაგალითის გაზიარებას, გამოკვლ᳥ვას და გამოყენებას. ძირითადი აქტივობები მოიცავს:

  1. მაღალი საიმედოობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას კურსების, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი (ღია) კურიკულუმის შემუშავების გზით;
  2. მაღალი საიმედოობის შესახებ საბაზისო ცოდნას, მის მიმართ დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების გამოსაკვლ᳥ვად სამოქმედო კვლ᳥ვითი პროექტის განხორციელებას, და ჯანდაცვის სფეროში მაღალი საიმედოობის ირგვლივ ადგილობრივი და მდგრადი პრაქტიკის საზოგადოების განვითარებას.

პიტერ ფ. მარტელი საბაზისო კვლ᳥ვაზე 2018 წლიდან მუშაობს ორ ქართველ ჯანდაცვის პროფესიონალთან ერთად. ეს პროექტიც არის აღნიშნული კოლაბორაციის გაგრძელება და მიზნად ისახავს ორგანიზაციებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მეთოდები მოიცავს ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის შესწავლას:

  • ინტერვიუებს კლინიკის ექიმებთან, ადმინისტრატორებთან, მარეგულირებელებთან და აკადემიკოსებთან და მათი მონაწილეობით ფოკუს ჯგუფების ორგანიზებას;
  • მოკლე გამოკითხვებს პროფესიული საზოგადოების წევრობის შეფასების, ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის;
  • ისეთი ორგანიზაციული ტექსტისა და არტეფაქტების შეგროვებას და ანალიზს, როგორებიცაა სტრატეგიული გეგმები, წერილობითი ოქმები, კურიკულუმები, სქემები, პრეს-რელიზები და სხვა მასალები; ,
  • სასწავლო მასალის მიმწოდებელი უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მონაწილეთა დაკვირვებას.

პიტერ ფ. მარტელის ოთხთვიანი ვიზიტი საქართველოში იძლევა ამ ჯვარედინი მეთოდების განხორციელების საშუალებას, ხოლო CoP-ის სამოქმედო კვლ᳥ვა გაგრძელდება ვიზიტის მიღმა.  დასკვნები წარედგინება CoP-ს და მომზადდება ჟურნალში გამოსაცემად. შუალედური შედეგები გაზიარდება WHO-სა და USAID-თან,  რომ ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა