ებრაული კვლევების ცენტრის აქტივობები
- პროფესორმა იულია ორეშინამ წარადგინა საკონფერენციო პრეზენტაცია ჰოლოკოსტის სწავლების შესახებ
2021 წლის 23 მარტი. პროფესორმა იულია ორეშინამ საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაზე „ისტორიული მეცნიერება და განათლება XXI საუკუნეში“, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ზეპირი ისტორია და ეგო-დოკუმენტები ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებაში“. კონფერენცია გაიმართა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ნოვოსიბირსკი, რუსეთი.
- პროფესორი იულია ორეშინა იწყებს სამეცნიერო ექსპედიციას
2021 წლის მარტი. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ პროფესორმა იულია ორეშინამ დაიწყო სამეცნიერო ექსპედიცია ისტორიული კვლევისთვის, ებრაული სასაფლაოები საქართველოში, ESJF-სთვის - ევროპული ებრაული სასაფლაოების ინიციატივა.
- პროფესორმა ორეშინამ წაიკითხა ლექცია ებრაელთა მუზეუმისა და ტოლერანტობის ცენტრისათვის
2021 წლის მარტი. პროფესორმა იულია ორეშინამ ებრაელთა მუზეუმისა და ტოლერანტობის ცენტრისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე, „საქართველოს ებრაელები: ისტორია და მეხსიერება“, მოსოკოვი, რუსეთი.
- ებრაულმა კვლევების ცენტრმა დაამტკიცა 2021 სამოქმედო გეგმა
2021 წლის იანვარი. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ებრაული კვლევების ცენტრმა დაამტკიცა 2021 წლის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2021 წელს ცენტრი მოაწყობს ყოველთვიურ შეხვედრებს ებრაული კვლევების ცენტრის სტუდენტური კლუბისთვის, სადაც პროფესორი იულია ორეშინა წარადგენს ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებს საქართველოში და საზღვარგარეთ შეგროვებული არქივებიდან, მასალები ასევე შეიცავს ფოტოსურეთებსა და ებრაულ ეპიტაფიებს. მონაწილეები განიხილავენ და გააანალიზებენ ამ მასალებს. შეხვედრები დაგეგმილია 2021 წლის შემოდგომაზე.
ასევე 2021 წელს, ებრაული კვლევების ცენტრი უმასპინძლებს თეოდორ ადორნოსა და ზიგმუნდ ბაუმანის ნაშრომების კითხვის ჯგუფს. კითხვის ჯგუფს მოიწვევს და წარუძღვება პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი.
- პროფესორმა ორეშინამ წაიკითხა ლექცია Centropa & ESJF-სთვის
2020 წლის დეკემბერი. პროფესორმა იულია ორეშინამ წაიკითხა ლექცია თემაზე „ადგილობრივი კომპონენტის შემოტანა ჰოლოკოსტის სწავლებაში: საქართველოს საქმე“ „თქვენს კლასში ებრაული მემკვიდრეობის სწავლებისთვის“, ებრაული სასაფლაოების გამოყენება განათლებაში Centropa-სა და ESJF-სთვის.
- პროფესორმა ორეშინამ წარადგინა პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე
2020 წლის დეკემბერი. პროფესორმა იულია ორეშინამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „რუსეთის იმპერია, საქართველოში ებრაელთა კულტურულ და კომუნიკაციურ მეხსიერებაში“. პრეზენტაცია გაიმართა სამეცნიერო კონფერენციაზე „იმპერიის ხალხი - ხალხის იმპერია: პერსონალური და ინსტიტუციური ისტორია რუსეთის აზიურ რეგიონებში“, რომელიც პროფესორ ა.ვ. რემნევის 65 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი, ომსკი, რუსეთი.
- ახალი ნაშრომი, რომლის თანაავტორია პროფესორი იულია ორეშინა
2020 წლის ოქტომბერი. პროფესორ იულია ორეშინას თანაავტორობით გამოქვეყნებული ახალი კვლევითი ნაშრომი, საგანმანათლებლო პროექტ „არზამასისთვის“ (რუსეთში), თემაზე „რუსეთის იმპერიის ებრაელები“ (განყოფილება - ქართველი ებრაელები) ხელმისაწვდომია აქ:
- პროფესორმა ორეშინამ წაიკითხა ლექცია საერთაშორისო ონლაინ კურსზე
2020 წლის მარტი. პროფესორმა იულია ორეშინამ წაიკითხა ლექცია თემაზე „ქართველი ებრაელები და საქართველოს ებრაელები“. ლექცია ჩატარდა „12/13“-ისთვის: ონლაინ კურსი ებრაული ტრადიციების შესახებ.
- პროფესორმა ორეშინამ ისაუბრა საერთაშორისო კონფერენციაზე
2019 წლის დეკემბერი. პროფესორმა იულია ორეშინამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ებრაელები საქართველოში სსრკ-ს დაშლის ზღვარზე: საველე კვლევის გამოწვევა და სპეციფიკა „ებრაული საველე სამუშაოები 2019 წელს: თეორიული და ემპირიული ჩარჩოები“ კონფერენცია ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში, მოსკოვი, რუსეთი.
- თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის გახსნა
2019 წლის 6 მაისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ŷȺ) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლამ და მისმა დეკანმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ, უმასპინძლეს ებრაული კლევებისა და სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაციას და თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის გახსნის ღონისძიებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის საპატიო სტუმრები ისრაელიდან: ქნესეთის ვიცე-სპიკერი, ბატონი ხილიკ ბარი და ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბატონი იციკ მოშე.
ვიზიტის პირველი ნაწილი მიეძღვნა თეოდორ ჰერცლის აუდიტორიის გახსნას, სადაც მომავალში უამრავი ლექცია და სემინარი გაიმართება. აუდიტორიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, მეტი გაიგოს ებრაული კულტურისა და ისტორიის შესახებ. პროფესორმა ზაზა რუხაძემ და ბატორმა იციკ მოშემ ისაუბრეს ორ ერს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე და მომავალი თაობებისთვის გამოცდილებისა და წარმატების მაგალითების გაზიარების აუცილებლობაზე.
ღონიძიების მეორე ეტაპზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ŷȺ-ს პრეზიდენტმა, ბატონმა რ. მაიკლ ქაუგილმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ და ბატონმა იციკ მოშემ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბატონ ხილიკ ბარს მიენიჭა დოქტორის წოდება და მედალი, ბატონ იციკ მოშეს კი გადაეცა სერთიფიკატი საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
- პროფესორ იულია ორეშინას ახალი კვლევითი პროექტი
2019 წლის აპრილი. პროფესორმა იულია ორეშინამ დაიწყო კვლევითი პროექტი „ებრაელები საქართველოში სსრკ-ს დაშლის ზღვარზე“, რომელიც დააფინანსა ებრაულმა მუზეუმმა და ტოლერანტობის ცენტრმა, მოსკოვი, რუსეთი. ამ პროექტის ავტორია პროფესორი ორეშიბა. პროექტის ფარგლებში პროფესორი იულია ორეშინა აპირებს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ჩაატაროს საარქივო და ზეპირი ისტორიის კვლ᳥ვა ისრაელში.
- პროფესორი იულია ორეშინა იწყებს მკვლევრის პოზიციაზე მუშაობას საზღვარგარეთ
2019 წლის ივლისი. პროფესორმა იულია ორეშინამ დაიწყო კვლევითი საქმიანობა ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში, მოსკოვი, რუსეთი. მისი პროექტი უკავშირდება ებრაელთა ევაკუაციის ისტორიას მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიის გავლით.
- პროფესორი იულია ორეშინა იწყებს მკვლევრის პოზიციაზე მუშაობას საზღვარგარეთ
2019 წლის მარტი. პროფესორმა იულია ორეშინამ დაიწყო კვლევითი საქმიანობა ისრაელში, ხაიფის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოსდაცვითი კვლევების დეპარტამენტში. ხელმძღვანელი: პროფესორი ნოგა კოლინზ-კრეინერი. პროექტი უკავშირდება საბჭოთა ისტორიას თემაზე: ებრაელები საქართველოში.
- პროფესორი იულია ორეშინა მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო სემინარში
2018 წლის აგვისტო. პროფესორმა იულია ორეშინამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო სემინარში, რომელიც მიეძღვნა დოკუმენტების მოძიებას ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმიდან. ვაშინგტონი, აშშ.
- პროფესორმა ორეშინამ საერთაშორისო კვლევით სემინარზე ისაუბრა
2018 წლის ივნისი. პროფესორმა იულია ორეშინამ სემინარზე „ეგო-დოკუმენტები საბჭოთა სფეროში ჰოლოკოსტის შესახებ: პირადი ხმების გამოვლენა“, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეგო-დოკუმენტები, როგორც ისტორიული წყაროები კვლევისთვის - ებრაელთა ცხოვრება და ევაკუაცია სამხრეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებში.“ სამეცნიერო სემინარი გაიმართა იად ვაშემისა და შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის თანაორგანიზებით, რომელიც მდებარეობს იერუსალიმში, ისრაელში.
- პროფესორმა იულია ორეშინამ მიიღო გრანტი სეფერის ცენტრისგან
2018 წლის მაისი. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ პროფესორმა იულია ორეშინამ მიიღო სეფერის ცენტრის საერთაშორისო გრანტი სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში რუს ებრაელთა კულტურისა და ისტორიის კვლევისათვის - გრანტი საბჭოთა პერიოდში ქართველი ებრაელობის საარქივო კვლევისთვის.