ŷȺ

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

ორმხრივი ტარიფები და ვალუტის გაცვლითი კურსი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში

ორმხრივი ტარიფები და ვალუტის გაცვლითი კურსი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში

პროექტის განმახორციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს კვლევების სამეცნიერო ცენტრი

პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო და კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2018-2019

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ბიზნესის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პროექტის მონაწილეები: რევაზ თევზაძე, ცოტნე კუტალია (დოქტორანტი)

პროექტის აღწერა:

კვლ᳥ვა ითვალისწინებდა ნეშის წონასწორობის წერტილის პოვნას საერთაშორისო ვაჭრობის და კონკურენციის პირობებში. დასმული პრობლემა, ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგების მაქსიმიზაცია, გადაწყდა შვარცის [1] მოდელის გარდაქმნით ალბათურ მოდელად. კვლევის შედეგად წარმოდგენილია უცხოური და შიდა ვალუტის მიმართ მოთხოვნა ალბათური განაწილების ფუნქციებად. განიმარტა სიმეტრიული და ასიმეტრიული ეკონომიკების ცნებები და განისაზღვრა ორივე შემთხვევაში ოპტიმალური სავაჭრო ტარიფი ნეშის წონასწორული აზრით. ასევე, კვლევის შედეგად ნაპოვნია ორივე ტიპის ეკონომიკის პირობებში ვალუტის მოთხოვნის კერძო ფუნქციები და თითოეული ფუნქციის შესაბამისი ოპტიმალური ტარიფი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები. მომზადდა მოხსენებები თამაშის თეორიიდან. შედეგად, დაიწერა სტატია [2] რომელიც გამოქვეყნდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის (25.09.2019 - 26.09.2019) - „შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში IV“ ყოველწლიურ ჟურნალში.


[1] -  J. T. Schwartz, Theory of Money, Gordon and Breach, 1965.

[2] T. Kutalia and R. Tevzadze, Bilateral Tariffs and Exchange Rate Under International Competition, 2019,  Applications of stochastic processes and mathematical statistics to financial economics and social sciences lV, Conference Materials (2019), 5p.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა