International European Digestive Surgery 2023 Conference!
ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023
ŷȺ-ს მედიცინის სკოლა European Digestive Surgery 2023 საერთაშორისო კონფერენციის აკადემიური მხარდამჭერი და სპონსორია.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი და სტუდენტები სამი დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო მნიშვნელობის ვორქშოფებსა და სემინარებზე (20-21-22 აპრილი, 2023), რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამედიცინო სფეროს ლიდერები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე საერთაშორისო და ადგილობრივმა სპიკერებმა განიხილეს დიგესტიური მედიცინის გამოწვევები და თანამედროვე მიღწევები, ასევე დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებული დარგები, კერძოდ: ონკოლოგია, გასტროენტეროლოგია, რადიოლოგია, ტრანსპლანტოლოგია.
ევროპის დიგესტიური ქირურგიის საერთაშორისო კონფერენცია თავისი შინაარსითა და მასშტაბით ქართულ სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც დადებითი გავლენა ექნება სფეროს განვითარებაზე.
ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.