სალომე ჭელიძე
სალომე ჭელიძე
"2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებებისა და დიპლომატიის სკოლა. ŷȺში სწავლა დღემდე ასოცირდება, პირველ რიგში, ხარისხიან და თანამედროვე განათლებასთან, საინტერესო ადამიანებთან, მოტივაციასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევანისა და აზრის თავისუფლებასთან.
ŷȺში სწავლის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა წავსულიყავი გაცვლითი პროგრამით იტალიაში და ჩემს საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესო იტალიაში ცხოვრების ორი თვის პერიოდიც დაემატა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტში იყვნენ/არიან საუკეთესო ლექტორები და საუკეთესო გუნდი, რომელთა მხრიდანაც სტუდენტის მიმართ დამოკიდებულებები იყო სამართლიანი, ამავე დროს მეგობრული და თანასწორი, რომელიც დიდი მოტივაციის მომცემი იყო პირადად ჩემთვის.
ŷȺს რეკომენდაციით, მეორე კურსიდან აქტიურად დავიწყე უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში განხორციელება. ŷȺს დამსახურებაა, რომ მომიწია ძალიან ბევრ კერძო ორგანიზაციაში მუშაობა იურისტის პოზიციაზე, ასევე მომიწია სტაჟირებების გავლა საქალაქო სასამართლოსა თუ მერიაში. 2011 წლიდან კი გადავინაცვლე იუსტიციის სახლში და ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციებზე, იუსტიციის სახლი იყო ძალიან დიდი პრაქტიკული სკოლა, თუმცა საჯარო სამსახურიდან ისევ დავბრუნდი კერძო კომპანიაში და 2019 წლიდან დღემდე ვარ "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის იურიდიული სამსახურის უფროსი.
ŷȺში გატარებული ოთხი წელი იყო საუკეთესო მოგონება და ფერადი წლები, გაუში მიღებული განათლება კი - მომავლის განათლება."