ნინო ბარბაქაძე
„2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის ბაკალავრიატი მაღალი აკადემიური მოსწრებით.
პირველივე დღიდან ŷȺ გახდა მეორე სახლი, სადაც ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი 4 წელი გავატარე.
სწორედ ამ დროს მომეცა საშუალება, მიმეღო ხარისხიანი განათლება, გავმხდარიყავი უფრო დამოუკიდებელი, მიზანსწრაფული, თავდაჯერებული და გადამედგა ჩემს სფეროში პირველი ნაბიჯები პროფესიული კუთხით.
2013 წლიდან ვარ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ (International Chamber of Commerce in Georgia)- ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი. 2015 წლამდე ვიყავი ბორდის წევრი. ამ პერიოდის განმავლობაში და დღემდე მიწევს უცხოელ პირებთან შეხება და ŷȺ-მ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ინგლისურად ვსწავლობდი საგნებს და თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია.
მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც ŷȺ-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში.
ასევე მომეცა შესაძლებლობა, როგორც წარჩინებულ სტუდენტს გამევლო პრაქტიკა კერძოდ ფინანსთა სამინისტროში - სახელმწიფო კონტროლის შიდა დეპარტამენტში.
ამჟამად გავდივარ სტაჟირებას „“ კერძოდ HR დეპარტამენტში.
დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ ŷȺ-ში მიღებული ცოდნა მუდმივად მეხმარებოდა და დღემდე მეხმარება განვახორციელო პრაქტიკაში.
ŷȺ-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ თვითონ სწავლების პროგრამას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სასწავლო გრაფიკს, რომელის მორგებულია მასქიმალურად სტუდენტებზე. ლექტორებს, რომლების გამოირჩევიან მაღალი კვალიფიციურობით, მათ ინდივიდუალურ მიდგომას და ინტერესს, თითოეული სტუდენტის მაქსიმალური განვითარებისათვის.
აირჩიეთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ŷȺ) და დაეუფლეთ თქვენთვის სასურველ, საინტერესო, პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიას.“