ŷȺ

მარიამ ბერაძე

კურსჸმთავრ᳥ბული

მარიამ ბერაძე

მარიამ ბერაძე

კრისტალი
ლიზინგის მიმართულების რისკების ხელმძღვანელი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2015

„ŷȺ-ში 2011 წელს ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და ავირჩიე Quant (რაოდენობრივი ფინანსების) მიმართულება. სწავლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ერთმანეთის დახმარებით, მე და ჩემმა ჯგუფელებმა შევძელით მასალის წარმატებით ათვისება.

IV კურსზე ვიყავი, როცა  საქართველოში პირველად ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისების ამოხსნის კონკურსი ''Harvard Business Case Competition”, რომელშიც 5 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ამ კონკურსზე, ŷȺ-ს მე და ჩემი სამი ჯგუფელი წარმოვადგენდით. მოგვიწია რამდენიმე ქეისის ამოხსნა, საბოლოოდ კი, ფინალში წარმოდგენილი ამოხსნისა და პრეზენტაციის შემდეგ გავიმარჯვეთ და გავემგზავრეთ ბაქოში, კონკურსის საერთაშორისო ეტაპში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვება ქეისების რთული და საინტერესო ამოხსნის გზით მოვიპოვეთ, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა უნივერსიტეტის ამოხსნებისგან.

IV კურსის ბოლოს სტაჟირება დავიწყე სს „თიბისი ლიზინგში“ საკრედიტო დეპარტამენტში, სტაჟირების დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ლიზინგის პროექტების მენეჯერად, ამჟამად, ვარ საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი.

2016 წელს ჩავირიცხე ŷȺ-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant მიმართულებით გავაგრძელე.

ŷȺ სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, ŷȺ-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში.“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა