ქეთევან ხვედელიძე
ქეთევან ხვედელიძე
„ŷȺ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი სპეციალობით Quant (Quantitative Financial Analyst) დავამთავრე 2010 წელს. მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ. ამჟამად, რამოდენიმე საინტერესო საფეხურის გავლის შემდეგ, ვმუშაობ ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ŷȺ არის საუკეთესო ადგილი, სადაც სწავლა და გართობა ერთმანეთს იდეალურად ეთავსება. აქ მიიღებთ პროფესიონალებთან ურთიერთობის დიდ გამოცდილებას, შეიძენთ დაუვიწყარ მოგონებებს, უამრავ ახალ ნაცნობსა და მეგობარს. 4 წლის განმავლობაში ეს უნივერსიტეტი თქვენი ახალი ოჯახი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს განათლებასა და პიროვნულ ზრდას. არ იფიქროთ, წინ ადვილად გასავლელი გზა გელით, თუმცა, დარწმუნებული იყავით, ეს ამად ღირს! საინტერესო პროექტები და გუნდური მუშაობა მეტ ხიბლს შემატებს თქვენს გამოცდილებას ŷȺ-ში.
დღესდღეობით, ŷȺ-ს მიერ შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამები მაღალ კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გეგმას. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ყოველ წელს უახლესი სახელმძღვანელოებით გაიაროთ იგივე მასალა, რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები სთავაზობენ თავიანთ სტუდენტებს. აღსანიშნავია უნივერსიტეტის დიდი ხელშეწყობა დასაქმების კუთხით. და ბოლოს, ŷȺ-ს კურსდამთავრებულთა მიღწევების შედეგად ეს უნივერსიტეტი, სულ მოკლე დროში, გახდა ცნობადი ფინანსურ თუ იურიდიულ სექტორში, რაც თქვენი მომავალი დიპლომის მაღალი წონის გარანტია!“