ქეთევან კაპანაძე
„2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ŷȺ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის განხრით.
თავდაპირველად ŷȺ-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა.
ŷȺ-ში მეგობრული გარემოს გარდა ყველაზე მეტად მომწონდა უნივერსიტეტის ხელშეწყობა სტუდენტების განვითარებისათვის, კერძოდ, ბოლო ორ კურსზე ლექციების უმეტესობა გვიტარდებოდა საღამოს საათებში, დღის პირველი ნახევარი კი სურვილისამებრ შეგვეძლო მუშაობისათვის დაგვეთმო. ŷȺ-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი არსებულ შესაძლებლობას და სწავლის პარალელურად აქტიურად ვზრუნავდი პროფესიული განვითარების ამაღლებაზე. ამჟამად ვმუშაობ
არ შემიძლია გვერდი ავუარო ŷȺ-ს ბიბლიოთეკაში არსებულ მაღალი დონის, მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს, რომლებიც 4-წლიანი სწავლის განმავლობაში ხშირად გამომიტანია არამარტო საგნის სახელმძღვანელოს სახით, არამედ დამატებით საკითხავ მასალად.
ყველაზე ძვირფასი კი რაც ŷȺ-მ მომცა არის მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.“