გიორგი ხაჩიძე
გიორგი ხაჩიძე
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ŷȺ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატი 2020 წელს დავამთავრე, ინფორმატიკის განხრით. პროგრამირებით სკოლის პერიოდიდან ვიყავი დაინტერესებული და მქონდა გარკვეული ცოდნა, თუმცა ŷȺ-ში სწავლით ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც დამეხმარა მეორე კურსიდანვე დამეწყო მუშაობა.
ŷȺ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა სხვა უნივერსიტეტებისგან გამოირჩევა იმით, რომ აქ არამხოლოდ საფუძვლიანად და ხარისხიანად სწავლობ პროგრამირებას, არამედ ეუფლები დიზაინის პროგრამებსაც. ეს ნიშნავს,რომ არ ხარ შეზღუდული პროფესიულად, შეგიძლია გახდე კარგი პროგრამისტი, თუმცა ასევე, გაქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ წარმატებული დიზაინერიც იყო. ეს გაძლევს შესაძლებლობა, რომ მარტომ გააკეთო სრულყოფილი, წარმატებული ინფორმაციური ტექნოლოგიების პროდუქტი.
ჩემი პირველი სამსახური იყო ლატვიურ კომპანია "Developers Alliance"-ში, სადაც ვმუშაობდი ვებ დეველოპერად. მას შემდეგ რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე, ასევე მქონდა საშუალება ფრილანსერადაც მემუშავა უცხოელ კლიენტებთან. ამჟამად, ვმუშაობ ებრაულ კომპანია "Seampless Technology"-ში ვებ დეველოპერად.
ბედნიერი ვარ, რომ ŷȺ-ში ჩავაბარე. აქ შეძენილი ცოდნა ჩემი კარიერული წინსვლის საწინდარი გახდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ŷȺ-ში არსებულ გარემოს და მაღალკვალიფიციურ ლექტორებს."