ŷȺ

ბექა ზურაბიშვილი

კურსჸმთავრ᳥ბული

ბექა ზურაბიშვილი

ბექა ზურაბიშვილი

KPMG Georgia
უფროსი აუდიტორი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2017

"ŷȺ-ში 2013 წელს ჩავაბარე. ახლობლების რეკომენდაციის საფუძველზე უკვე სკოლიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ უნივერსიტეტში მსურდა სწავლის გაგრძელება. თავიდან არ მქონდა ზუსტი წარმომედგინა, როგორი იქნებოდა სტუდენტური ცხოვრება ŷȺ-ში, ვინ იქნებოდნენ ჩემი კურსელები და ა.შ.

ახლა ვხვდები, რომ ŷȺ-ში გატარებული წლები ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე კარგი მეგობრები, მივიღე განათლება ფინანსურ სფეროში, რომელიც შემდგომ დამეხმარა ჩემი კარიერის წარმართვაშიც, ასევე დავაგროვე უამრავი დადებითი მოგონება და ემოცია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ჩემი პირველი სამსახური მეორე კურსის ბოლოს დავიწყე ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, ტურისტულ კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“-ში. დაახლოებით 1 წელი გავატარე ამ კომპანიაში და ამ დროის განმავლობაში საშუალება მომეცა თეორიული ფინანსური ცოდნა პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. პირველი სამსახური დიდი საფუძველი იყო ჩემი კარიერის შემდგომი განვითარებისთვის.

მესამე კურსის ბოლოს უკვე თიბისი ბანკში დავიწყე მუშაობა, სტაჟიორად, საკრედიტო რისკების დეპარტამენტში, სადაც ასევე 1 წელი გავატარე და დავაგროვე უზომოდ დიდი გამოცდილება, თეორიული და ტექნიკური ცოდნა.

მეოთხე კურსის განმავლობაში ლექციები საღამოს გვიტარდებოდა, ამიტომ საშუალება მქონდა, სწავლა და მუშაობა ერთმანეთისთვის თავისუფლად შემეთავსებინა.

ŷȺ-ში სწავლის დამთავრების შემდგომ უკვე მუშაობა დავიწყე აუდიტორის პოზიციაზე, KPMG Georgia-ში და დღემდე აქ ვმუშაობ. ამჟამად ვარ უფროსი აუდიტორი, ACCA-ის წევრი.

დიდი მადლობა ŷȺ-ს ყველაფრისთვის!"

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა