ŷȺ

უჩა ზაქაშვილი

ლ᳥ქტǃები უჩა ზაქაშვილი

2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2013 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „კიბერდანაშაულის სისხლისსამართლებრივი რეგულირების პრობლემები საქართველოში“ და მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი.

არის არაერთი წიგნის, პუბლიკაციის და სტატიის ავტორი.

იგი 2005 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო სამართლის სფეროში. კერძოდ ჯერ მშენებლობის მაკონტროლებელ ორგანოში (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში) იგი იკავებდა არაერთ წამყვან თანამდებობას. არის სამშენებლო სამართალში დღეს მოქმედი მრავალი საკანონმდებლო რეგულაციის ავტორი/თანაავტორი და ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის თანაავტორი.

უკანასკნელ წლებში უჩა ზაქაშვილი პრაქტიკულ საქმიანობას ახორცელებს სამშენებლო სფეროში მოღვაწე ავსტრიულ ჰოლდინგში (რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩ) და სხვა ქართულ სამშენებლო კომპანიებში.

2013 წლიდან უჩა ზაქაშვილი ლექციებს კითხულობს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

უჩა ზაქაშვილი ასევე უძღვება სასერტიფიკატო კურსებს სამშენებლო სამართალში.

2014 წლიდან იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა