ŷȺ

ხათუნა თავდგირიძე

ლ᳥ქტǃები ხათუნა თავდგირიძე

ხათუნა თავდგირიძე

khatuna.tavdgiridze@gau.edu.ge

ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ხათუნა თავდგირიძე არის მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, მითოლოგიის მკვლ᳥ვარი. მისი ინტერესისა და კვლევების სფეროა არქაული კულტურები, შედარებითი მითოლოგია, პოლიტიკური მითოლოგია, შუასაუკუნეები, რელიგიის ისტორია და ა.შ.

საუნივერსიტეტო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა 2000 წლიდან დაიწყო. 2000-2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფოკლორისტიკის მოდულის ხელმძღვანელი.

2006-2010 წლებში იყო ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

2011-2015 წლებში თანამშრომლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებასთან და იყო საგრანტო პროექტების ძირითადი შემსრულებელი.

2016 წლიდან ხათუნა თავდგირიძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო 2018 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

ხათუნა თავდგირიძე არის ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის, სამი მონოგრაფიისა და ორი მხატვრული ნაწარმოების(რომანი) ავტორი.

2014 წელს ხათუნა თავდგირიძე იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, ლიტერატურულ სალონ – „ევტერპეს“ მიწვევით, სადაც გაიმართა მისი რომანის - “HOMO TOTUS”-ის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია.

ხათუნა თავდგირიძე 2017 წლიდან არის ჰარვარდის უნივერსიტეტის სამხრეთ აზიის კვლევების დეპარტამენტთან არსებული შედარებითი მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის - “International Association for Comparative Mythology” (IACM) წევრი, აგრეთვე არის ფოლკლორისტთა საერთაშორისო ასოციაციის - “International Society for Folk Narrative Research” (ISFNR) წევრი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა