ŷȺ

ჟანეტა ვარძელაშვილი

ლ᳥ქტǃები ჟანეტა ვარძელაშვილი

ჟანეტა ვარძელაშვილი

janetavardzelashvili@gau.edu.ge

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟანეტა ვარძელაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლებისა სკოლის ასოცირებული პროფესორია.

ჟანეტა ვარძელაშვილმა  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,არსებითი სახელების კონსტრუქციულად განპირობებული მნიშნელობები“ ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1999 წელს  ს.-ს. ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორ ვარძელაშვილს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 2002 წელს ჟანეტა ვარძელაშვილმა ვარძელაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ,,სამყაროს მეტაფორული სურათი“  ფილოლოგიის მეცნიერბათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 2004 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

მას აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება:

თბილისის 147 საშუალო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, სულხან საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატური სწვლების მეთოდიკების კათედრის უფროსი მასწავლებელი, ამავე კათედრისა და თანამედროვე რუსული ენის კათედრის დოცენტი, დაწყებითი განათლების მეთოდიკების კათედრის გამ-ს მოადგილე, სლავური ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, თანამედროვე რუსული ენის კათედრის პროფესორი, ,,ენები და ლიტერატურა“ პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახ. უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქართული და ევროპული ენების პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; ივ.ჯავაიშვილის სახ. თსუ-ის ჰუმანიტარული ფ-ტის, რუსისტიკის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი, დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 

ჟანეტა ვარძელაშვილი პუშკინის სახ. საერთაშორისო პრემიის ორი გზის ლაურეატია; ის, 2000 წ. „ღია საზოგადოება - საქართველოს''  ფონდის   საგანმანათლებლო პროექტების  კონკურსის გამარჯვებული პროექტის ავტორია; ასევე, პროფესორი ვარძელაშვილი ევროკავშირის TEMPUS IV გრანტის პროექტის ,,უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება, სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის“ ჯგუფის წევრია. 

ჟ. ვარძელაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი და ტრენინგი რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლების საკითხებში; აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის დარგობრივი სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან ჟ. ვარძელაშვილი ატარებს საერთაშორისო ვებინარებს რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში, მისი მსმენელების გეოგრაფიაა მინსკი, პეტერბურგი, პარმა, პარიზი და სხვ.

2022 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციის, QS Global Academic Survey-ს ექსპერტია.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა